შეიზღუდება თუ არა ელ. ენერგია 31 დეკემბერს

2017-12-30 23:04:16

შეიზღუდება თუ არა ელექტრო ენერგია 31 დეკემბერს. რუსთაველებმა ამ კითხვის დასმა მაშინ დაიწყეს როდესაც დღის მანძილზე კომპანიისგან მესიჯი ჯერ შეზღუდვაზე შემდეგ კი არ შეზღუდვაზე მიიღეს. "ინფო რუსთავი" კომპანია "ენერგო პრო"-ს დაუკავშირდა და გაარკვია შეეზღუდება თუ არა ელექტრო ენერგია რუსთავის აბონენტებს. კომპანიაში განაცხადეს რომ - "ამაღამ, ღამის 2 საათიდან 3 საათამდე, 1 საათით მაქსიმუმ, გაითიშება ძველი რუსთავის ნაწილი, მიზეზი გადართვებია. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ საახლაწლო დღეებში აბონენტებს პრობლემები არ შეექმნათ."