ავარია რუსთავის შემოსასვლელში [video]

2017-12-29 18:19:24

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის შემოსასვლელში დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. "ლექსუსი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის დამცავ ჯებირს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.(გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლის თქმით ის ღამენათევი იყო და საჭესთან ჩაეძინა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ, მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. ნახეთ ვიდეო.