"საახალწლო სოფელი" გაიხსნა

2017-12-29 18:07:54

მერიის წინ მდებარე მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით, თოჯინების თეატრალური წარმოდგენა „პატარა მეგობრები“ გაიმართა. კოსტავას გამზირზე კი ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებული ფლეშმობი მოეწყო. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება: მოეწყობა სხვადასხვა საბავშვო სტუდიებისა და სამუსიკო სკოლების მინი კონცერტი. შემდეგ კი დაგეგმილია საცირკო წარმოდგენა, რის შემდეგაც „საახალწლო სოფელს“ სანტა-კლაუსი ესტუმრება. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი. საახალწლო ღონისძიებების პრობლემა იხილეთ აქ.