რუსთავში 30-მდე ქუჩას წყლის მიწოდება ეზღუდება

2024-07-30 12:51:25

კომპანია "ჯივიპი" განცხადებას ავრცელებს.

ქ. რუსთავი ,მეგობრობის გამზირი N18 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, გრიზიშვილის, დადიანის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას (გასასვლელებით), თბილისის, იალგუჯის, კ.თავგორაშვილის, კლდიაშვილის ქუჩის კენტებს, კიკვიძის, ლერმონტოვის, ლესელიძის (ჩიხებით და გასასვლელებით), მარჯანიშვილის, მაჩაბლის, მეგობრობის N1-29-ის ჩათვლით, მელიქიშვილის (ჩიხებით და გასასვლელებით), შიო არაგვისპირელის, შ.ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის (ჩიხებით და გასასვლელებით), ცურტაველის და ფალიაშვილის ლუწ ნომრებს.