საახალწლო ნობათი

2017-12-29 11:26:57

ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს ესტუმრნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მასპინძელ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

სართო ჯამში რუსთავის მერიამ საახალწლო ნობათი 3000-ზე მეტ ოჯახს გადასცა, ესენი არიან მრავალშვილიანი, შშმ პირები, დღის ცენტრის აღსაზრდელები, ომის ვეტერანები, დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები.