ევრო-2024-ის დასრულების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირებულება 24.050 მილიონი ევროთი გაიზარდა. სტატისტიკური და სატრანსფერო პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ნაკრები 185.10 მლნ ევრო ღირს, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენდა.
რაც შეეხება ფეხბურთელების ღირებულებას - ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა - 80 მლნ ევროთი, მეორე ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი, რომლის ღირებულება 45 მლნ ევროს შეადგენს (ჩემპიონატამდე 35 მლნ ევრო). მესამე ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევროს ღირებულებით (ჩემპიონატამდე 15 მლნ ევრო). ხუთეულს კრავს ოთარ კიტეიშვილი და ირაკლი აზაროვი 5-5 მლნ ევროს ღირებულებით.