მამაკაცმა მე-4 ხარისხის დამწვრობა მიიღო

2017-12-28 13:20:48

რუსთავში მცხოვრები 50 წლამდე მამაკაცი, რომელმაც  სამსახურში მე-4 ხარისხის დამწვრობა მიიღო თბილისის დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას. დავით გოგოძის განცხადებით, პაციენტი თავდაპირველად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა შეყვანილი, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მისი დედაქალაქში გადაყვანა გახდა საჭირო.

„ინფო რუსთავს“ თბილისის დამწვრობი ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა რომ პაციენტს სხეულის 40% აქვს დამწვარი, პაციენტს ძირითადად ზურგის არეში, მარცხენა მტევანზე და მარჯვენა მხარზე აქვს მიღებული დამწვრობები. მისი მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ქირურგიული ჩარევისთვის ამზადებენ.

მამაკაცმა სხეულის დამწვრობა სამსახურში მორიგეობისას მიიღო, ის ელექტროღუმელზე ჩაის ადუღებდა, რა დროსაც გამათმობლიდან ცეცხლი მის ტანსაცმელზე გავრცელდა.