ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოება

2017-12-28 11:32:23

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელსც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინდნენ - საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი რუსთაველი ვარლამ კილასონია გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ლიგა 2-დან, ასევე რუსთაველ დავით სიჭინავას ერგო. „რუსთავმა“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის საგზურიც დაიბევა.

წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ირაკლი სიხარულიძემ დაიმსახურა, ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა "ჩიხურას" კარში. ხოლო საუკეთესო ლეგიონერის ნომინაციაში სამტრედიელმა ფეხბურთელმა ანტე გიმ გაიმარჯვა.