ავარია შარტავას გამზირზე

2017-12-28 10:49:03

ავტოსაგზაო შემთხვევა შარტავას გამზირზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი საპატრულო პოლიციის მოთხოვნას რომ მანქანა გაეჩერებინა არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა რა დროსაც ჯერ ბეტონის ჯებირს შემდეგ კი ქვეითს დაეჯახა რომელიც გადასასვლელზე გადადიოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, მას სასწრაფოს ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს და მისი კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით.