მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2024-07-14 12:14:53

შიდა ქართლში, მდინარე მტკვარში ადამიანს ეძებენ.

წყლის დინებამ 30 წლამდე კაცი სოფელ ქვახვრელთან გაიტაცა.

ადგილობრივების თქმით, ფაქტის თვითმხილველი გაუჩინარებული მამაკაცის ძმაა, ისინი მდინარეზე გაგრილების მიზნით იმყოფებოდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.