ქვემო ქართლში ავარიის დროს ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა

2024-07-09 18:57:51

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.