პატრულის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

2024-07-09 12:58:31

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივი მედიის "სამხრეთის კარიპჭის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციისა და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ "ოპელის" მარკის ავტომობილი ამობრუნდა, საპატრულოს მანქანა კი ხეს შეეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ანდმინისტრაციული სამართალდარღვევათა 125 მუხლით დაიწყო.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე