ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა სოფელში ყოფნის დროს ნათესავის მეზობელზე, 35 წლის შშმ ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.