რუსთავის საკალათბურთო კლუბს ახალი დირექტორი და მწვრთნელი ჰყავს

2020-07-08 14:19:37

რუსთავის საკალათბურთო კლუბს  "რუსთავი 1991-ს" ახალი დირექტორი ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობა გიორგი გოგობერიშვილმა დაიკავა. გოგობერიშვილი 2012-2017 წლებში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, 2017 წელს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი.

2017-2020 წლებში "რუსთავი 1991”-ის მოთამაშე იყო, 2020 წლის შემდეგ კი კლუბის ასისტენტ-მენეჯერი.

კლუბის დირექტორის თანამდებობას გიორგი გოგობერიშვილამდე კობა კობიაშვილი იკავებდა.