ცენტრალურ მაგისტრალზე, ქუთაისის მონაკვეთზე მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის დროს მძღოლმა ავტომანქანის ძარის ჩახსნა შეძლო, რის შედეგადაც მხოლოდ მისაბმელი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე საპარტულო პოლიციის ეკიპაჟები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: ინტერპრესნიუსი