სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, თბილისში დაჭრილი "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული.
მისივე განცხადებით, პაციენტი კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.
"მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს", - აღნიშნავს მაია მახარაშვილი.
ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში "გლოვოს" კურიერი დაჭრეს.