ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

2024-07-06 17:07:58

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მოქალაქეები ბათუმის კლინიკებში გადმოიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხულოში, ხიხაძირი-კალოთას დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.