გასულ ღამეს, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 4 ადამიანი.
როგორც "ინფო რუსთავს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ოთხი ადამიანიდან 2 ბოკერიას სახელობის კლინიკაში, 2 კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.