ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მიუსაფარი ძაღლს თოფიდან ესროლეს.
ცხოველთა მოყვარულების ჩარევით მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას საფანტი ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.