გოგო, რომელსაც 1 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ფოთში, მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეკუთნის.
ცხედარი უკვე ამოიცნეს ოჯახის წევრებმა.
ფოთში, მდინარე რიონთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს.
ხედარი ადგილობრივმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა.
ნინიკო გიორგაძეს 26 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.