ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

2024-06-29 11:07:26

კვარიათში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ზღვაში დაკარგულებს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი გუშინ, 28 ივლისს, იპოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ჯგუფმა ერთის გადარჩენა შეძლო