რა ღირს და სად შეიძენთ საქართველო-ესპანეთის თამაშის ბილეთებს

2024-06-27 11:51:53

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა სად უნდა შევიძინოთ საქართველო-ესპანეთის 1/8-ფინალური ეტაპის თამაშის ბილეთები?

ქომაგებს მომავალი მატჩის ბილეთების შეძენის შესაძლებლობა უეფას პორტალზე ექნებათ.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 30 ივნისს, კიოლნში, არენა “რაინ ენერგიზე”, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

უეფას ბილეთების პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარეთებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება.

პრემიუმ-ადგილი - 500 ევრო
პირველი კატეგორია - 250 ევრო
მეორე კატეგორია - 175 ევრო
მესამე კატეგორია - 85 ევრო
მეოთხე კატეგორია - 50 ევრო

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრები ტურნირში ისტორიაში პირველად მონაწილეობს.