ახალქალაქში ცოლმა ქმარი დაჭრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი ცოლზე ძალადობდა, რა დროსაც ქალმა თავი დაიცვა და კაცს ცივი იარაღი მოუქნია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.