ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი ყოფილ მეუღლესთან მივიდა.
სამართალდამცავი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინგანა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციელზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.