ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2024-06-25 17:30:48

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.