უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

2024-06-25 10:56:22

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ "სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა. მათი ინფორმაციით, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"ორი თანამშრომელი წყლის ჭაში სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ერთ-ერთი დაიღუპა, ხოლო მეორე მისი დახმარების დროს დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.