რიკოთის გვირაბში მოძრაობა იზღუდება

2017-12-25 18:21:10

27 და 28 დეკემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლება, რის გამოც 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე რიკოთის სატრანსპორტო გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.