„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც მგზავრებს აფრთხილებს, რომ 1 ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებენ.
„ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1 ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება.