მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა

2024-06-21 11:00:20

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.­

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.