მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ფაქტი "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი გაიტაცა, მას ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებდნენ.