რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამო საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დაუკავშირდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, გოგონა კვლავ რჩება აპარატზე და მისი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია.
გოგონას ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე არასრულწლოვანის დედამ Facebook-ის გვერდზეც დაპოსტა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ გამზირზე ავარია 14 ივნისს მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ზებრაზე ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს დაეჯახა.