რუსთავში ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა

2024-06-14 00:16:22

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს შეეჯახა.

დაშავებული მამაკაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილოზებული.