იცოდი? - რა არის აღმოჩენილი რუსთავში დაკონსერვებულ ნაქალაქარში

2024-06-15 17:55:03

იცოდი? - რა არის აღმოჩენილი რუსთავში დაკონსერვებულ ნაქალაქარში.

ძველ რუსთავში, დღევანდელი წმინდა ნინოს ქუჩაზე, რომ 17 საუკუნის წინანდელი ნაქალაქარია აღმოჩენილი "იცოდის" ერთ-ერთ ნაწილში ვისაუბრეთ.

ნაქალაქარი ახლა მიწითაა დაფარული და დაკონსერვებულია.

"ინფო რუსთავის" ისტორიული რუბრიკის ამ ნაწილში მოგიყვებით, რა იპოვეს არქეოლოგებმა სხვადასხვა წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს.

ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სახელოსნო უბანი, ქურები და სხვადასხვა სახის ნაგებობები.

ვახტანგ გორგასლის ტაძრის საძირკველში IV-XIII საუკუნის საცხოვრებელი უბანი.

IV-VIII საუკუნით დათარიღებული საცხოვრებელი უბანი და სამეთუნეო VIII-IX საუკუნის სამეთუნეო ქურა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის საძირკველში.

VIII-IX საუკუნით დათარიღებული მეთუნეთა უბანი, კრამიტის გამოსაწვავი ქურა.

ძველი ქუჩა და ქულბაქების უბანი, IV-VIII საუკუნით დათარიღებული, ბოსტანქალაქისა და წერეთლის ქუჩების მიმდებარედ

V-VI საუკუნის დროინდელი ადრეული შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. ვახტანგ გორგასლის ეკლესიის წინ.

კუხეთის ერისთავთა, რევიანთა, ნეკროპოლი. V-VII საუკუნით დათარიღებული, ვახტანგ გორგასლის ეკლესიის ეზო

V-IX საუკუნის, სამაროვანის ერთ-ერთი უბანი, ბოსტანქალაქისა და ფიროსმანის ქუჩების მიმდებარედ

ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანის უბანი, V-IX საუკუნე, კომუნალური და მშენებელთა ქუჩების მიმდებარედ


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები