ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. 60 წლამდე რუსთაველი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო."