რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 2 ქალბატონი, დედა და შვილი.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა, შემთხვევის დროს, ქალბატონებს თან ახლდათ ჩვილი.
თვითმხილველბის თქმით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონები, ჩვილთან ერთად, დუმბაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, მათ მოულოდნელად მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-შ განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საინფირმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს არკვევს.