ორგანიზაცია "Umbrella" მოხალისეობრივ ვაკანსიას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აცხადებს. პროექტი ამ წლის 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მოხალისეობრივი საქმიანობა ორგანიზაციის სოციალური მედიის მართვას, ვორკშოპების მომზადებაში მონაწილეობას, ყოველთვიური ბუკლეტის მომზადებას, ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრას, შესაძლებლოების გაზიარებასა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულისა და დაზღვევის ხარჯები.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე და ფლობდეს ინგლისურ ენას.
პროექტის საშუალებით მონაწილე იმოგზაურებს თურქეთში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ მუშაობაში, მიიღებს Youth Pass სერტიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილs ამბრელასგან.
განაცხადის შესატანად გააგზავნეთ სივი და სამოტივაციო წერილი მეილზე: ketevaniumbrella@gmail.com
განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 20 მაისია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.