ორგანიზაცია "Umbrella" მოხალისეობრივ ვაკანსიას ხორვატიაში აცხადებს. პროექტი 2024 წლის 12 ივნისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მოხალისეობრივი საქმიანობა ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვას, რეგიონულ დონეზე სხვა ორგანიზაციების/ინსტიტუტების მხარდაჭერას, საგანმანათლებლო, კულტურულ აქტივობებში, ადგილობრივ აქტივობებში ჩართვას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ადგილობრივი საქალაქო ტრანსპორტის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯები.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე და ფლობდეს ინგლისურ ენას.
პროექტის ფარგლებში მოხალისე გაიუმჯობესებს ინგლისური ენის დონეს, იმოგზაურებს ხორვატიაში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ საქმიანობაში, მიიღებს YouthPass სერტიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.
მონაწილეობის მისაღებად გააგზავნეთ სივი (ინგლისურად) და სამტოვივაციო წერილი (ინგლისურად) შემდეგ მეილზე: nino.umbrella1@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.