გორში სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

2017-12-21 14:06:06

გორში კომუნისტური პარტიის წევრები სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავენ.
ორგანიზაცია "სტალინელის" და "ერთიანი კომუნისტური პარტიის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა სტალინის ფოტოებითა და საბჭოთა დროშებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გორში სტალინის ძეგლის დადგმაა.

კომუნისტური პარტიის წევრები სამომავლოდ საპროტესტო აქციებასაც აანონსებენ.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე