ქართულმა ჟიურიმ 3 წლის წინ ნათია თოდუა უარყოფითად შეაფასა (Video)

2017-12-18 15:25:04

ნათია თოდუამ მონაწილეობა ქართულ "იქს ფაქტორში" 18 წლის ასაკში მიიღო. კონკურსანტი ჟიურის წევრებმა არცთუ ისე კარგად შეაფასეს, თუმცა შემდეგ ტურში გადაიყვანეს.

რაც შეეხება, "სკამების ტურს", კონკურსანტმა ჟიურის წევრების ნაწილის უარყოფითი შეფასება მიიღო. სტეფანე მღებრიშვილს კონკურსანტის ნამღერი მოეწონა და სკამზე დასვა, თუმცა მოგვიანებით, მას ნათიას სახლში გაშვება მოუწია.

ნათია თოდუა 2014 წელს გადაიყვანე შემდეგ ტურში და დადებითადაც შეაფასე. ჟიურის სხვა წევრების შეფასება, რომლებმაც უარყოფითად შეაფასეს ნათიას ნამღერი ძალიან კრიტიკული ხომ არ იყო?

-                   -მე არ შემიძლია ჟიურის წევრების გაკრიტიკება, შეიძლება ეს იმწუთიერი ემოცია იყო ჩემი კოლეგებისგან. ადამიანის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს და თუ არის ის მოცემულობა რომ ის ჟიურიში ზის, მას აქვს უფლება როგორც უნდა ისე შეაფასოს კონკურსანტი.

ეს გოგო ძალიან მაგარი გოგოა. სულ სხვა სიღრმეები აქვს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდება, იმიტომ რომ რაღაც აქვს ამ გოგოს ისეთი, ნოსტალგიური, ჰიპების პერიოდის. ნათიას ეს აქვს ძალიან ბუნებრივად.

ზუსტად მაგაზე ჰქონდა სოფოს შენიშვნა რომ ეს არ მოეჩვენა ბუნებრივად.

       -მე სოფოს მაგივრად არ შემიძლია ვილაპარაკო.

რამდენად ობიექტური იყო მაშინ ჟიური?

       -მე რისი თქმაც შემიძლია ჩემი პოზიციაა, ამდენი ხანია ჟიურიში ვზივარ და როდისმე მომხდარა ვინმეს გამოსვლის შემდეგ სკამზე ავსულიყავი? მე ჩემი აზრი დავაფისქსრე რომ უკიდურესად მომეწონა.

რატომ ააყენე სკამიდან, რატომ გაუშვი სახლში?

      -ეს იყო პირველი წელი და იყო ძალიან ძლიერი შერკინება. პატარა ნიუანსებსაც ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე მაშინ ასევე მყავდა სახალხო რჩეულები და ასევე ძლიერი მომღერლები. ნათია ახლა უფრო გაზრდილია, თუმცა მე მაშინ პოტენციალი დავინახე.

მუსიკალურად რამდენად გაზრდილია სამი წლის შემდეგ ნათია?

  -მუსიკალურად გაიზრდებოდა, მაგრამ ბევრად არა, იმიტომ რომ მაშინაც ძალიან კარგი იყო.