გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

2017-12-18 12:30:59

პროკურატურის გადაწყვეტილებით, ჯგუფ „Birja Mafia-ს“ წევრის, გიორგი ქებურიას, მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. ინფორმაცია რეპერის ადვოკატმა საგანგებო პრესკომფერენციაზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქმის წარმოება მტკიცებულებათა არარსებობის გამო შეწყდა.

პროკურატურაქებურიას2, 3342 გრამი MDMA შეძენა-შენახვას ედავებოდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 8-და 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთით ისჯება.

„ბირჟა მაფიას“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 7 ივნისს დააკავეს, 12 ივნისს კი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან.  რეპერები მათ დაკავებას იმ პერიოდში გადაღებულ კლიპს უკავშირებენ, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.