რეპერები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

2017-06-12 15:05:03

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება 50 000 ლარის ოდენობის გიარაოს სანაცვლოდ მოხდა. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა. პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა დაცვის მხარემ წამოაყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. მგალობლიშვილს მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი 9 ივნისს, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.