რუსთავში პაპამ შვილისშვილს სცემა

2023-04-06 23:33:52

რუსთავში პაპამ შვილისშვილს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 60 წლამდე კაცმა 10 წლამდე შვილიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელში მყარი საგანი ჩაარტყა.

არსებული ინფორმაციით ფაქტის შესახებ გოგონამ მანდატურს აცნობა. მანდატურმა კი ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა პაპა ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.