ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტერიტორიაზე მეორადი საბურავები იწვის. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია და გარემოს ზედამხედველობის სამსახურია მობილიზებული.
უცნობია, ვინ წაუკიდა მეორად საბურავებს ცეცხლი.