რუსთავის 8 სკოლისთვის ახალ დაფებს შეიძენენ

2024-03-31 12:42:23

რუსთავის 8 სკოლისთვის ახალ დაფებს შეიძენენ.

 

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სკოლისთვის ახალ დაფებს ყიდულობს, მათ შორის რუსთავის 8 სკოლისთვისაც.

დაფების შესაძენად სააგენტომ 493 835 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის დასრულებისა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ ახალ დაფებს მიიღებენ: 1-ლი საჯარო სკოლა 10 დაფას, მე-5 საჯარო სკოლა 5-ს, მე-7 საჯარო სკოლა 10-ს, მე-12 საჯარო სკოლა 2-ს, მე-13 საჯარო სკოლა -10-ს, მე-17 საჯარო სკოლა 10-ს, 24-ე საჯარო სკოლა 5-ს, 26-ე საჯარო სკოლა 10-ს.