რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნის ვადებმა გადაიწია.
სავაჭრო ცენტრი "რუსთაველი" 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო, თუმცა, როგორც "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მოლი მომხმარებლების მიღებას სექტემბრიდან დაიწყებს.
საინფორმაციო სააგენტოს კომპანიაში განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ბრენდებთან შეთანხმებით იქნა მიღებული, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უნდა განთავსდეს.
"რუსთაველი" მე-12 მიკრორაიონში მდებარეობს. მოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს.
რა ბრენდები იქნება წარმოდგენილი ახალ სავაჭრო ცენტრში, აღნიშნულ დეტალებს "ინფო რუსთავი" აზუსტებს.
შეგახსენებთ, მოლში უნდა განთავსდეს კინოთეატრი "კავეაც".