რუსთავში, მამაკაცი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

2023-03-24 19:08:52

რუსთავში, მამაკაცი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, ერთერთ კორპუსში 30 წლამდე კაცსა და მის 20 წლამდე ცოლს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც ქმარმა ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.

მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებთ მიმდინარეობს გამოძიება.