თბილისში, გლდანის დასახლებაში შვილმა მამა მოკლა.
ადგილობრივების თქმით, 50 წლამდე კაცს შვილმა ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
"დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- აცხადებს მეზობელი.
მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ადგილზევე დააკავეს.