რუსთავში კაცმა რკინის ჯიხური მოიპარა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქურდობა მე-20 მიკრორაიონში მოხდა.
მოპარვის შემდეგ მამაკაცმა ჯიხური ე.წ. ჯართში ჩააბარა, სადაც ჯიხური გახსნეს და მასში 20-მდე ცოცხალი მტრედი აღმოაჩინეს.
ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.