რა ფასად იყიდით რუსთავში 1, 2, 3 და 4 ოთახიან ბინებს

2024-02-18 17:46:59

რუსთავში ბინები ისევ გაძვირდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ფასები ყოველ ორ კვირაში ერთხელ იცვლება და იზრდება.

"რასაც ვაკვირდებით ფასები ყოველ ორ კვირაში ემატება და ემატება.

ერთოთახიანი მინიმალური ფასი ე.წ. ხრუშოვის გარემონტებული 32 000$-33 000$. რაც შეეხება ე.წ. მოსკოვის პროექტი გარემონტებული 36 000$. სარემონტოების ფასი 30 000-32 000$.

ძველი რემონტით 2 ოთახიანი ბინა 42 000-43 000$, ხოლო ახალი რემონტის შემთხვევაში ფასი 50 000$-მდე ადის.

სამ ოთახიანები ძველი რემონტით 45 000$, ახალი რემონტით 60 000-65 000$. რვიანის სამ ოთახიანები სარემონტო 55 000$, ხოლო გარემონტებული 70 000$.

ოთხ ოთახიანები ძველი რემონტით, 60 000-65 000, ხოლო გარემონტებული 80 000$",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ცერცვაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები