იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება.
მიზანი მოქალაქეების სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.
"2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით. შედეგად, მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, კიდევ მეტად გაძლიერდება ნოტარიუსების როლი და სანოტარო ბიუროების ხელმისაწვდომობა.